საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე" ქართული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან გახდა აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიათა საერთაშორისო ქსელის SFAI (Santa Fe Associates International, www.sfai.eu) ნამდვილი წევრი.
აღნიშნული ქსელი დაარსდა 1997 წელს, მისი სათაო ოფისი მდებარეობს მალტაში. ის არის Member of the Forum of Firms - IFAC (https://www.ifac.org) წევრი. SFAI ქსელში გაერთიანებულ წევრ კომპანიებს აქვთ 185-ზე მეტი ოფისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (World Ranking 2017, World Ranking 2016).
SFAI არ უწევს პროფესიულ მომსახურებას კომპანიებს. აღნიშნული ქსელის ყველა წევრი კომპანია ინარჩუნებს იურიდიულ დამოუკიდებლობას.
ჩვენი კომპანია პროფესიული ორგანიზაციის - "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტეთა და აუდიტორთა ფედერაციის" (GFPAA) კორპორატიული წევრია. ეს პროფესიული ორგანიზაცია წარმოადგენს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC)-ის ნამდვილ წევრს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუდიტის სფეროში საქმიანობის უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორული ფირმების რეესტრში (saras.gov.ge).
საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე" არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) კორპორატიული წევრი. ეს პროფესიული ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო დამსაქმებელთა ორგანიზაციის (IOE) წევრს.
საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე" რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში (FMS of Georgia) მონიტორინგის განმახორციელებელ პირად (როგორც პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას).