+995 32 244 0004
info@alexandre.ge
Cveni 23 wliani gamocdileba Tqvens samsaxurSi
კომპანიის შესახებ წევრობა ხარისხი მიღწევები მენეჯმენტი
ხარისხი

 

 

 

საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე"   უდიდეს ყურადღებას აქცევს მომსახურების ხარისხს, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომპანიის ორმა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა  "TUV Suddeutschland"- ის მიერ ჩატარებული ტრეინინგისა და სერთიფიცირების სრული კურსი. მათ მოიპოვეს ხარისხის მართვის სისტემების შიდა აუდიტორის სერთიფიკატი. 


ჩვენი კომპანიის მომსახურების ხარისხი დადასტურდა  ISO  9001 : 2000  სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატით, რომელიც სამი წლის ვადით მოგვენიჭა 2004 წელს.  საკონსულტაციო ჯგუფ "ალექსანდრე"-ს   სასერთიფიკაციო აუდიტი ჩაატარა და სერთიფიკატი გადმოსცა მსოფლიოში ცნობილმა სასერთიფიკაციო ორგანომ - "TÜV Management Service GmbH".

ISO 9001:2000 არის საერთაშორისო სტანდარტი "ხარისხის მართვის სისტემები - მოთხოვნები",  რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერაა მიღებული.

 

 

საქართველოში და კავკასიის რეგიონში ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელსაც ბუღალტრული მომსახურების, ფინანსური და საგადასახადო კონსულტაციებისა და აუდიტის  სფეროში მიენიჭა ISO 9001:2000  სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი.

 

 

საკონსულტაციო ჯგუფ  "ალექსანდრე"   "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად აქვს    პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევ.

 

 

საკონსულტაციო ჯგუფი "ალექსანდრე"   დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიონალ კადრებს, რათა უზრუნველყოს სათანადო დონის მომსახურების გაწევა და ყოველთვის ზრუნავს საკუთარი კადრების უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე.

ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდილებისა და შემოქმედების, ქართული და დასავლური აზროვნების, მეცნიერული და პრაქტიკული ცოდნის ჰარმონიული შერწყმით შევძელით შეგვექმნა პროფსიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც მართლაც ჩვენი მთავარი სიმდიდრეა და რომლითაც სამართლიანად ვამაყობთ. კომპანიაში დასაქმებული არიან  სერთიფიცირებული ბუღალტრები, აუდიტორები და იურისტები.


ჩვენი კომპანიის წარმომადგენელთა პროფესიონალიზმს ადასტურებს ისიც, რომ ჩვენი კომპანიის საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პარტნიორი  ლ. ნადარაია მონაწილეობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარების  მომზადებაში (იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნი I, წიგნი II).

აღნიშნული კომენტარები შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ) ხელშეწყობით.

აღნიშნული ნაშრომი თავიდანვე დიდი ინტერესით იქნა მიღებული როგორც რიგით გადამხდელებს შორის, ასევე საგადასახადო სამართლებრივი თემებით დაინტერესებულ საექსპერტო და აკადემიურ საზოგადოებაში.  ავტორებმა წინამდებარე კომენტარების სახით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად დაისახეს აღნიშნულ თემებზე ფართო საექსპერტო დისკუსიის ხელშეწყობა და დაინტერესებული პროფესიული საზოგადოებისათვის რთულ საგადასახადო-სამართლებრივ გარემოში ერთგვარი ბიზნეს-გზამკვლევის შექმნა.      


ჩვენი გუნდის მენეჯმენტისათვის, მისი ყველა რიგითი წევრისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა და მომსახურების ხარისხის ამაღლება.  ჩვენი გუნდის მუშაობის სტილია:

 

პროფესიონალიზმის მუდმივი სრულყოფა;
პასუხისმგებლობა და ეთიკის კოდექსის დაცვა;
მუდმივი სიახლე და შემოქმედებითი ზრდა;
ჯგუფის რეპუტაციის დაცვა;
დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

                                                   


პარტნიორები