აუდიტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება - საკონსულტაციო ჯგუფ "ალექსანდრე" - ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომსახურებად რჩება.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები, საკუთარი სამუშაო მეთოდოლოგია (რაც ასახულია ჩვენი კომპანიის აუდიტის სახელმძღვანელოში) და მდიდარი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მაღალეფექტურად და დროის მაქსიმალურად ოპტიმალური დანახარჯებით შევასრულოთ ყველა დაკვეთილი სამუშაო.
ჩვენ დამკვეთს ვთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს), მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს-ით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
შესაბამისობის აუდიტი;
სხვა მარწმუნებელი მომსახურება;
საგადასახადო აუდიტი (მიმდინარე და წლიური).
საკონსულტაციო ჯგუფ "ალექსანდრე"-ს მიერ გაწეული აუდიტორული მომსახურების მაღალ ხარისხს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
საკუთარი სამუშაო მეთოდოლოგიის არსებობა;
პროფესიონალი კადრები;
მომსახურების გაწევის მდიდარი გამოცდილება ეკონომიკის მრავალ დარგსა და სფეროში.
მიმდინარე საგადასახადო აუდიტი და კონსულტაციები წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ სერვისს, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საწარმოთა ყოველდღიურ ბიზნეს-საქმიანობაში. აუდიტორებით, იურისტებითა და საგადასახადო სფეროს გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ საწარმოთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მიმდინარე საგადასახადო აუდიტი (მათ შორის ყოველთვიურიც).
აღნიშნული მომსახურება დამკვეთს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად ოპერატიულად გადაწყვიტოს საგადასახადო თემატიკასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, შეძლოს წარდგენილი (ან წარსადგენი) საგადასახადო დეკლარაციების (ანგარიშგების ფორმების) ექსპერტიზა, აუცილებლობის შემთხვევაში მათი დაზუსტება და შესაბამისად მინიმუმამდე დაიყვანოს მოსალოდნელი საგადახადო რისკები.
ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების მაღალ ხარისხზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წლების განმავლობაში არ მიგვიღია არც ერთი რეკლამაცია.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენ წარმატებით ვიცავთ დამკვეთის ინტერესებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სასამართლოში და მესამე პირების წინაშეც.